ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მას შემდეგ, რაც 22 წლის ფეხბურთელმა ფლორენციაში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, კონტრაქტს ხელი მოაწერა.
კიეზა ტურინულ კლუბს ორწლიანი იჯარით შეუერთდა და „იუვე“ ფლორენციის „ფიორენტინას“ 10 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო მის გამოსასყიდად 40 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება აქვს.
ფედერიკო კიეზამ „ფიორენტინაში“ 2016 წლიდან 153 შეხვედრაში ითამაშა და 34 გოლის გატანა შეძლო, ხოლო იტალიის ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.