ფეხბურთი

19:28 | 5.10.2020 | ნანახია 382 - ჯერ

ოფიციალურად: "ლიონმა" დე შილიო დაიმატა

„იუვენტუსმა“ მატია დე შილიო გაასხვისა და იტალიელი მცველი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დე შილიო „ლიონში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით ითამაშებს, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე.

მატია დე შილიომ „იუვენტუსში“ 2017 წლიდან 62 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მილანის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:33 | 05.10.2020
lashalsh (143)

რადგან ეს მოვიშორეთ აღარ დავეძებ აარფერს ამსი თარსი

0.1107