კალათბურთი

10:23 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და "რვათა ფინალის" MVP გახდა (+VIDEO)

საკალათბურთო ჩემპიონთა ესპანურმა „სან პაბლო ბურგოსმა“ მოიგო, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი თად მაკფადენი იცავს და ის „რვათა ფინალის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„ბურგოსმა“ ფინალში ათენის აეკ-ი ძალიან ადვილად 85:74 დაამარცხა. ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდიც იქნებოდა, რომ არა ესპანელთა მოდუნება ბოლო პერიოდში, რომელიც 8 ქულით წააგეს, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მაკფადენმა ფინალში 22:44 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 18 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. თადუსმა 5-დან 4 ორქულიანი (80%), 6-დან 3 სამქულიანი (50%) და 1-დან 1 საჯარიმო (100%) ჩააგდო.

სხვათა შორის, მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ფინალში 15+ ქულა, 5+ მოხსნა და 5+ პასი მიითვალა, ტიტულიც მოიგო და „რვათა ფინალის“ MVP გახდა...

0.115786