საქართველოსა და ბელარუსის მატჩამდე 4 დღი ადრე გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა. ბელგიის იუპილერ ლიგის მერვე ტურში „გენტმა“ „ბეერსხოტი“ 5:1 გაანადგურა და საშინლად დაწყებული სეზონის ფონზე ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.
ვიმ დე დეკერის გუნდმა ქართველ ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა მისცა და გიორგი 62-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 4:0-ს იგებდა.
ჩაკვეტაძისთვის ეს იყო პირველი თამაში 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ვენის „რაპიდთან“ დაშავდა.
„გენტმა“ 9 ქულას მოუყარა თავი და მე-11 ადგილზეა. გიორგი ჩაკვეტაძე კი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.