ფეხბურთი

20:38 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოვიგოთ, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც „ახმატთან“ ბრწყინვალე გოლით გამოირჩა და საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, კომენტარი გააკეთა.

19 წლის ქართველის განცხადებით, მიუხედავად შედეგისა, გუნდი პროგრესირებს და გამარჯვება შეეძლოთ.

„ვფიქრობ, რომ წითელი ბარათის შემდეგ გაგვიჭირდა, რადგან უკვე შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, გაძევებამდე კარგად ვთამაშობდით და შეიძლებოდა მოგება, მაგრამ ეს ფეხბურთში ხდება. ყოველთვის ვცდილობთ გამარჯვებას და დღეს რთული იყო, თუმცა წინ მივიდვართ“, - აღნიშნა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

0.164637