ავსტრიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ალტახი“ 4:0 გაანადგურა და ოთარმა 73 წუთი ითამაშა.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა 41-ე წუთზე მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო „შტურმმა“ პირველად მოიგო და 6 ქულით მეექვსე ადგილზეა.