მიუნხენის „ბაიერნი“ სვენ ულრაიხმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.
ულრაიხი კარიერას „ჰამბურგში“ გააგრძელებს, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს.
32 წლის კიპერმა მიუნხენურ გიგანტში ბოლო 5 სეზონი გაატარა და მანუელ ნოიერის დუბლიორი იყო. ამ პერიოდში მან „ბაიერნში“ 70 თამაში ჩაატარა. მანამდე ულრაიხი „შტუტგარტში“ თამაშობდა.