საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თბილისის „ლოკომოტივმა“ ჩინებულად განაახლა და თბილისის „მერანი“ გაანადგურა.
გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდი კარგ ფორმაში რომ გახლავთ, ევროტურნირებმა გამოაჩინა და ეროვნული ლიგის აუტსაიდერთან მარტივად იმარჯვა.
იაკობიძისა და სანდოხაძის გოლებით, ხოლო გაბისკირიას ავტოგოლით ანტრაქტამდე „ლოკოს“ უპირატესობა სამბურთიანი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში გურეშიძემც გაიტანა და ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 4:0 მოიგეს.
„ლოკომოტივმა“ 19 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ევროზონასთან ახლა უფრო ახლოსაა. „მერანი“ კი ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ არ მოუგია, 5 ქულა აქვს და მეცხრე საფეხურზეა.
„მერანი თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 იაკობიძე (2), 0:2 გაბისკირია (31, ა.გ), 0:3 სადოხაძე (41), 0:4 გურეშიძე (47)