კალათბურთი

16:12 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსმა" ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალში „ლეიკერსმა“ ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა და „მაიამი ჰიტს“ სერიის მეორე მატჩიც მოუგო, თანაც საკმაოდ ადვილად 124:114.

ლოს ანჯელესელებმა სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და საბოლოოდ მისი შენარჩუნებაც არ გასჭირვებიათ.

„ლეიკერსს“ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელიც ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან. „მეფემ“ 33 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ბრწყინვალე იყო ენტონი დევისიც, რომელმაც საკუთარ გუნდს 32 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

„მაიამიში“ ჯიმი ბატლერი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულას, 8 მოხსნა და 13 პასი დაამატა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს.

ამრიგად, „ლეიკერსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა და მესამე შეხვედრა 5 ოქტომბერს გაიმართება.

0.12107