ფეხბურთი

22:18 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პრაღის "სლავიას" მცველი ვლადიმირ ცოუფალი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჩეხმა კლუბთან 3+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ჩეხურმა კლუბმა ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღეს.

ცოუფალი "სლავიაში" "ლიბერეციდან" 2018 წელს გადავიდა. გასულ ორ სეზონში ვლადიმირმა 88 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ცოუფალი 2017 წლიდან თამაშობს და რვა შეხვედრაში თავი ორი გოლით გამოიჩინა.

0.121793