"სამპდორიას" მარჯვენა გარემარბი 23 წლის ფაბიო დეპაოლი 2020/21 წლის სეზონის დარჩენილ პერიოდს იჯარის წესით "ატალანტაში" გაატარებს. დეპაოლის გამოსყიდვის უფლება ბერგამოელებს ექვს მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლება. აღნიშნული ინფორმაცია "ატალანტას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დეპაოლი "კიევოს" აკადემიის აღზრდილია და "სამპდორიაში" 2019 წელს გადავიდა. გასულ სეზონში გენუური გუნდის მაისურით ფაბიომ 29 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.