ფეხბურთი

22:03 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსის მატჩს მაყურებლები დაესწრებიან: უეფამ გადაწყვეტილება გამოაცხადა

საქართველო - ბელარუსის მატჩზე გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელი იქნება. უეფამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანაკრებო მატჩებზე სტადიონის ტევადობის მაქსიმუმ 30% დაიშვება.

ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებაზე იქნება. ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა ფანებს შეხვედრაზე დასწრების უფლებას. შესაბამისად, საქართველო - ბელარუსზე გულშემატკივართა 30%-ს დასწრება შეეძლება თუ ამას ჩვენი ქვეყნის მთავრობა დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ თამაშებზე სტუმარი გუნდის ფანები არ დაიშვებიან და ამასთან ძალაში რჩება კორონავირუსთან ბრძოლაში დაწესებული ყველა რეგულაცია, მათ შორის, სოციალური დისტანცია. უეფამ ეს გადააწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც ევროპის სუპერთასზე ბუდაპეშტში 20 ათასი მაყურებელი დაუშვა.

„ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია ფეხბურთის გულშემატკივრების ცხოვრებაში მეტი იმედისა და ვნების დაბრუნება და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ სწორად მოიქცნენ და პატივი სცენ დაწესებულ რეგულაციებს საკუთარი და მათი თანამემამულეების ჯანმრთელობას. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყანაში დაწესებულ კანონებს“, - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. „დინამო არენა“ 55 000 მაყურებელზეა გათვლილი და საქართველოს ხელისფულების ნებართვის შემთხვევაში ხსენებული რაოდენობის 30% თამაშზე დასწრებას შეძლებს.

0.11411