ჩოგბურთი

15:43 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობიდან მოიხსნა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობიდან მოიხსნა. „როლან გაროსის“ მე-2 წრეში, ამერიკელ ჩოგბურთელს ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ამერიკის ღია პირველობაზე მიღებულმა ქუსლის ტრავმამ თავი შეახსენა, რომლის გამოც მან კორტზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

39 წლის ამერიკელმა თქვა, რომ ამჟამად სიარულიც კი უჭირს და გამოჯანმრთელებისთვის 6 კვირამდე დასჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ სერენა უილიამსს „როლან გაროსი“ 3-ჯერ აქვს მოგებული, 2002, 2013 და 2015 წლებში.

0.118655