სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:20 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დაჯგუფდნენ

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ოთხი დებიუტანტი ჰყავს - "რენი", "კრასნოდარი", "ბაშაკშეჰირი" და მიდტიულანდი. საინტერესოა, რომ 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ ერთ სეზონში სამზე მეტი დებიუტანტი პირველად ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შემდეგნაირია:

A ჯგუფი

  • „ბაიერნი“ (გერმანია)
  • „ატლეტიკო“ (ესპანეთი)
  • „ზალცბურგი“ (ავსტრია)
  • "ლოკომოტივი" (რუსეთი)

B ჯგუფი

  • „რეალი“ (ესპანეთი)
  • „შახტარი“ (უკრაინა)
  • „ინტერი“ (იტალია)
  • "გლადბახი" (გერმანია)

C ჯგუფი

  • „პორტო“ (პორტუგალია)
  • „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
  • „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
  • "მარსელი" (საფრანგეთი)

D ჯგუფი

  • „ლივერპული“ (ინგლისი)
  • „აიაქსი“ (ნიდერლანდები)
  • „ატალანტა“ (იტალია)
  • "მიდტიულანდი" (დანია)

E ჯგუფი

  • „სევილია“ (ესპანეთი)
  • „ჩელსი“ (ინგლისი)
  • „კრასნოდარი“ (რუსეთი)
  • "რენი" (საფრანგეთი)

F ჯგუფი

  • „ზენიტი“ (რუსეთი)
  • „დორტმუნდი“ (გერმანია)
  • „ლაციო“ (იტალია)
  • "ბრიუგე" (ბელგია)

G ჯგუფი

  • „იუვენტუსი“ (იტალია)
  • „ბარსელონა“ (ესპანეთი)
  • „დინამო“ (უკრაინა)
  • "ფერენცვაროში" (უნგრეთი)

H ჯგუფი

  • „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)
  • „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)
  • „ლაიფციგი“ (გერმანია)
  • "ბაშაკშეჰირი" (თურქეთი)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 20 ოქტომბერს დაიწყება და კალენდარი ასეთია: 20/21 ოქტომბერი (I ტური), 27-28 ოქტომბერი (II ტური), 3-4 ნოემბერი (III ტური), 24-25 ნოემბერი (IV ტური), 1-2 დეკემბერი (V ტური), 8-9 დეკემბერი (VI ტური).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11961