41 წლის გერმანელმა მწვრთნელმა "შალკე" ჩაიბარა და გუნდს 2022 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბაუმის სამწვრთნელო შტაბში ასევე იმუშავებს კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ბრაზილიელი ნალდო. ბაუმმა აღნიშნულ პოზიციაზე დავიდ ვაგნერი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს.
ბაუმმა კონტრაქტი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან გაწყვიტა, რადგან 18-წლამდელთა ნაკრების თავკაცი იყო. აღნიშნულ პოზიციამდე მანუელი 20-წლამდელთა გუნდსაც წვრთნიდა. საკლუბო დონეზე კი ბაუმი "აუგსბურგს" წვრთნიდა 2016-2019 წლებში.