ფეხბურთი

12:37 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არარატ-არმენია" - "ცრვენა ზვეზდა" კვიპროსში, საქართველოს მატჩი შესაძლოა, ერევანში არ გაიმართოს

ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი „არარატ-არმენიასა“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა, რომელიც წესით ერევანში უნდა გამართულიყო, კვიპროსზე, კერძოდ, ნიქოზიაში გაიმართება. უეფამ ეს გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისა და სომხეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება 11 ოქტომბერს, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა თამაში. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა, უეფა ამ თამაშის ნეიტრალურ ადგილზე გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

0.116646