ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში ერიკ დაიერმა მოედანი დატოვა და ტუალეტში გაეშურა... ჟოზე მოურინიო კი საკუთარი გუნდის დროებით კაცნაკლულ დარჩენას რა თქმა უნდა, ვერ შეეგუა და ინგლისელ ნახევარმცველის დასაჩქარებლად გაემართა.
პორტუგალიელმა თამაშის შემდეგ კომიკურ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელზე ზეწოლის მოსახდენად გააკეთა, რომ მოედანზე დროულად დაბრუნებულიყო.
„უნდა წასულიყო. ვიცოდი, რომ სველ წერტილში უნდა წასულიყო, მაგრამ უბრალოდ ვცდილობდი მასზე ზეწოლა მომეხდინა, რომ მოედანზე თამაშის დასრულებამდე დაბრუნებულიყო“, - თქვა „განსაკუთრებულმა“.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ ლონდონის „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში გავიდა.