ფეხბურთი

18:07 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ტენერიფე" დიდი გუნდია და ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ „ტენერიფეში“ პირველად ივარჯიშა. 25 წლის მცველი გუნდს მას შემდეგ შეუერთდა, რაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ოთარს იმედიანად უყურებს „ტენერიფეს“ მთავარი მწვრთნელი ფრან ფერნანდესი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი გუნდს დაეხმარება:

„დიდი ხანი ვაკვირდებოდით და გვჯერა, რომ ფლანგის პოზიციაზე ძალიან გამოგვადგება. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და მოედანზე კარგი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია“, - აღნიშნა ფრან ფერნანდესმა.

კაკაბაძემ სამედიცინო შემოწმების დაძლევის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ესპანეთში დაბრუნებით.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმედია, გუნდს მალე შევეწყობი. ესპანეთში ფეხბურთი უკეთეს დონეზეა, ვიდრე შვეიცარიაში და ამიტომ, დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მცველი ვარ, მაგრამ შეტევაში ჩართვაც მიყვარს და მჯერა, სეგუნდაში მაღალ დონეზე ვითამაშებ. უნდა ვიმუშაოთ, რომ მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ, რადგან გულშემატკივრებს ყველა თამაშში გამარჯვება სურთ. ფეისბუქსა და ინსტაგრამში ბევრი მესიჯი მივიღე და მადლობა მხარდაჭერისთვის. „ტენერიფე“ დიდი გუნდია და ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა აქ თამაში“, - თქვა ოთარმა.

შეგახსენებთ, კაკაბაძე ბოლოს „ლუცერნში“ თამაშობდა, სადაც ტარაგონას „ხიმნასტიკიდან“ გადავიდა.

0.115313