მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კირილ ნოვიკოვმა, გუნდიდან თავისი წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
„ერთხელაც გადავავლე თვალი გასული თვის ჩვენს შედეგებს. ევროპა ლიგაზე ქართულ „ლოკომოტივთან“ და რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ხიმკისთან“ (0:1) მტკივნეული წაგებების შემდეგ, გადავწყვიტე თანამდებობა დავტოვო. მადლობა ყველა ფეხბურთელს, თანაშემწეებს და კლუბის ხელმძღვანელობას ვერდში დგომისთვის.
ცალკე მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. ერთად ბევრი კარგიც ვნახეთ და ცუდიც. უთქვენოდ ვერაფერს მივაღწევდით.“ - დაწერა ნოვიკოვმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივმა“ ვაკეში, მესხი 2-ზე, მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.
რუსულ პრემიერლიგაში კი გუნდი 9 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა.