უეფაში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს, თუმცა, საომარი ვითარების მიუხედავად, „არარატ-არმენიას“ მატჩის გადადებას ჯერჯერობით არ აპირებენ - გვამცნობს «РИА Новости» ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს, ევროპა ლიგის პლეი ოფში „არარატ-არმენიამ“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უბდა უმასპინძლოს.
მანამდე სომხურმა კლუბმა ტურნირიდან სლოვენიური „ცელიე“ (1:0) და ლუქსემბურგის „ფოლა“ (4:3) გამოთიშა. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში კვიპროსულ „ომონიასთან“ დამარცხდა (0:1).