ფეხბურთი

2:47 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიმ 19 წლის გოგონა კომიდან გამოიყვანა: "ჩვენ ერთად ვტიროდით"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი 19 წლის გოგონა ფეხბურთელ ილენია მატილის კომიდან გამოსვლაში დაეხმარა. ახალგაზრდა მოთამაშე 9 თვე იმყოფებოდა კომაში, მაგრამ ტოტის ხმაზე გაღვიძება მოახერხა.

ტოტიმ ილენიას ვიდეო მიმართვა გაუგზავნა და მისი სიტყვები გოგონას მშობლებმა რამდენჯერმე მოასმენინეს და სწორედ ამის შემდეგ შეძლო კომიდან გამოსვლა... აღსანიშნავია, რომ ილენია „ლაციოს“ ქალთა გუნდში თამაშობდა, მაგრამ „რომას“ ქომაგია.

ილენიას „ჯემელის“ კლინიკაში იტალიელი ლეგენდა ეწვია, რომელმაც როგორც კი გაიგო მომხდარის შესახებ, მაშინვე საავადმყოფოში გაეშურა.

„ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ილენია ტიროდა და ძალიან ემოციურები ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ მისი დახმარება შევძელი. კიდევ ერთხელ შევხვდებით, როდესაც ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, - თქვა ტოტიმ ილენიასთან შეხვედრის შემდეგ.

0.115835