ფეხბურთი

22:51 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" კარიუსი გერმანიაში გაანათხოვრა

„ლივერპულის“ მეკარე ლორის კარიუსი გერმანიაში დაბრუნდა და კარიერას „უნიონ ბერლინში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კარიუსი „უნიონში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. აღსანიშნავია, რომ მას აქამდე სამშობლოში მხოლოდ „მაინცის“ ღირსება დაუცავს.

„ლივერპულს“ კარიუსი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ თურქულ „ბეშიქთაშში“ ჰყავდა განათხოვრებული.

0.113162