სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:32 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: "ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებ"
ზაზა დოლიძე: "თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა"

ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულ გადაცემაში, „სპორტი იმედზე“ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია და გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე იყვნენ მიწვეულნი.

მათ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ განცდილი მძიმე მარცხის (1:6) შესახებ ისაუბრეს.

„არ წარმომედგინა, რომ წავაგებდით, მაგრამ ფაქტია მოგვიგეს, სხვა ახსნა რა უნდა ჰქონდეს? პირველი-ორი ბურთის შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაშში გარდატეხა ვეღარ შეიტანა. ძალიან მძიმე წაგება იყო. ორი დღით ადრე ჩავედით, რომ კარგად დაესვენათ, პირდაპირი რეისი გავაკეთეთ თბილისიდან ფარერებზე... მატჩისწინა განწყობა არანაირად არ გვაჩვენებდა, რომ ასე დავმარცხდებოდით. მეც ისეთი განწყობა მქონდა, როგორც გულშემატკივარს - რა ფარერები! თუმცა, 7 წლის შემდეგ, როდესაც მათ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ძალიან წინ წავიდნენ. ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია და მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს, ვცდილობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჯგუფში შევიდეთ და ყველაზე მეტად მე მინდოდა, წილისყრაშიც ძალიან გაგვიმართლა.

თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ წაგებას არავინ არ გვაპატიებდა. ყველას ის განწყობა ჰქონდა, რომ იქ აუცილებლად უნდა მოგვეგო. დიდი ალბათობით მეტოქის შეუფასობლობას ჰქონდა ადგილი.

ამჟამად საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და იქ რაც მოხდა, პასუხი უნდა გასცენ. ამ ყველაფრის შეფასება ჩემპიონატის ბოლოს მოხდება, ამას ყველა ნახავს. ადვილი არ არის საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა. ციფრებზე ვისუაბროთ - ჩისკოს 25 000 ევრო ჰქონდა ხელფასი, ლორიას - 20 000 დოლარი. ვერ მოვახერხეთ ჯგუფში შესვლა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით. მზად ვარ, ვისაც პრეტენზია აქვს, დაგვიდგეს გვერდში და დაგვეხმაროს, თუნდაც ფინანსურად გავაძლიეროთ გუნდი. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და ეს ბიუჯეტი საკმარისი არ არის“, - თქვა ფიფიამ.

ზაზა დლიძე: „ჩისკო რჩება და აქ გრძელვადიანი პროექტითაა. შარშან მოგვიწია მისი გაშვება, რადგან პროლიცენზია არ ჰქონდა და ბევრი შენივშნა მივიღეთ. მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო და არ შეეძლო მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ემუშავა. შემიძია დავადასტურო, რომ ჩისკო რჩება. თამაშს რაც შეეხება, ბევრ კომპონენტში წავაგეთ, მათ შორის ფსიქოლოგიურად. მეორე გოლის შემდეგ გუნდი შოკიდან ვერ გამოვიდა.ვფიქრობთ, რომ დღეს „დინამოში“ საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, ლეგიონერებს რაც შეეხება, ძალიან შეზღუდული რესურსი გვაქვს, ეს არ არის მარტო ფინანსური კუთხე, ლეგიონერი უნდა დაარწმუნო, რომ აქ თამაში უკეთესია, ვიდრე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. ეს 1:6 წაგება არ ასახავს რეალობას ამ ორ გუნდს შორის. ის მივიღეთ, რასაც არანაირი ლოგიკით არ ვიმსახურებდით. რატომ მოხდა ეს, ამას ახსნა არ აქვს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების დასამტკიცებელი აქვთ, რომ ეს არ იყო კანონზომიერება და შემთხვევით მოხდა“.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112496