ფეხბურთი

1:16 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ პირველი გამარჯვება

„ბეტისმა“ სეზონი კარგად დაიწყო. ორივე სასტარტო შეხვედრა მოიგო და ამჯერად ჩემპიონს უნდა შერკინებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ანდალუსიელებმა ყოჩაღად დაიწყეს, კურტუამ ურთულესი ბურთიც მოიგერია. თუმცა, ვალვერდემ მალევე გახსნა ანგარიში და მასპინძლებიც ოდნავ დააშოშმინა.

შემდეგ კი ცოტა უცნაური რამ მოხდა, ორი წუთის განმავლობაში ბეტისელებმა ორი გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში ზიდანმა მინდორზე მოდრიჩი და ისკო გაიყვანა. ამან სტუმართა შეტევები უფრო მობილური გახდა. შედეგმაც არ დააყოვნა, ემერსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა.

ბოლოსკენ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. 67-ე წუთზე მსაჯმა ემერსონს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ამით მადრიდელებმა ისარგებლეს და სერხიო რამოსის ზუსტად დარტყმული თერთმეტმეტრიანის წყალობით გაიმარჯვეს.

ეს ჩემპიონის პირველი მოგება გახლდათ მიმდინარე სეზონში. ისინი ახლა მე-5 ადგილზე დგანან. „ბეტისი“ კი 6 ქულით, ჩვენთვის კარგად ნაცნობ „გრანადასთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

უჭირს „ვალენსიას.“ თითქოს ფეხბურთელებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგესო. ამჯერადაც „უესკას“ წინააღმდეგ ბევრი იწვალეს. ერთი ხეირიანი კომბინაციაც არ გამოუვიდათ. გოლიც აბსოლუტურად არალოგიკური გაიტანეს პირველი ტაიმის ბოლოსკენ.

„უესკა“ შესვენების შემდეგ უფრო გააქტიურდა. განსაკუთრებით სახიფათო მათი სტანდარტულები გახლდათ. სწორედ კუთხურს მოჰყვა მათი საპასუხო გოლი. სიოვესმა ლამაზი თავურით გაიტანა.

ესპანეთი

პრიმერა. 3 ტური. 26 სექტემბერი

ბეტისი - რეალი 2:3

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“

0:1 ვალვერდე (14), 1:1 მანდი (35), 2:1 კარვალიუ (37), 2:2 ემერსონი (48 საკ. კარში), 2:3 რამოსი (82 პენ)

ბეტისი: ხოელი, ემერსონი, მანდი, ბარტრა, მორენო, კარვალიუ, როდრიგესი, ხოაკინი (ტელიო 63), ფეკირი (ლორენი 73), კანალესი, სანაბრია (მონტოია 69)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი, კაზემირო, კროოსი (მოდრიჩი 45+1), ვალვერდე, ედეგორი (ისკო 46), იოვიჩი (მაიორალი 72), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: ემერსონი (12), როდრიგესი (40), ბარტრა (81), კანალესი (84), მანდი (90+1); კარვახალი (42), მოდრიჩი (52)

გაძევება: ემერსონი (67)

ალავესი - ხეტაფე 0:0

ვალენსია - უესკა 1:1

1:0 ვასი (38), 1:1 სიოვასი (63)

ელჩე - სოსიედადი 0:3

0:1 პორტუ (55), 0:2 იანუზაი (77 პენ), 0:3 ლოპესი (90+4)

0.11775