ფეხბურთი

1:09 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ აღარ ხუმრობს

უჭირს „მანჩესტერ იუნაიტედს.“ პირველ მატჩში შინ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ (1:3). ამჯერად გაიმარჯვეს, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას. მასპინძელმა „თოლიებმა“ ხუთჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხა-ძელებს... საერთოდ, გრემ პოტერის ბიჭებს ამ დღეს არ გაუმართლათ. ის იყო, ანგარიში გახსნეს, რომ სამ წუთში კაპიტანმა ლუის დანქმა საკუთარ კარში გაიტანა.

მეორე ტაიმში სტუმრები დაწინაიურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეხუთე დამატებულ წუთზე გაათანაბრეს. თამაში ამით არ დამთავრებულა. წამებიღა რჩებოდა, როცა ჰარი მაგუაირის დარტყმული ბურთი საკუთარ საჯარიმოში ნილ მოპეს ხელზე შეეხო. ბრუნუ ფერნანდეშმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი და „ეშმაკუნებს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუპოვა. ეს ამბავი მე-100 წუთზე მოხდა...

„ევერტონმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 9 ქულით პრემიერლიგის ლიდერი გახდა. ასეთი დასაწყისი ევერტონელებს 1993 წლის შემდეგ აღარ ჰქონიათ. აშკარად დაეტყოთ კარლო ანჩელოტის ხელი.

ანგარიში დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გახსნა. ეს 23 წლის ინგლისელის მე-5 გოლი აღმოჩნდა წლევანდელ სეზონში და ბომბარდირთა დავასაც ჩაუდგა სათავეში. შეგახსენებთ, წინა ტურში „ვესტ ბრომვიჩთან“ მან ჰეთ თრიქი მიითვალა.

„ჩელსი“ დამატებულ წუთებზე გადაურჩა წაგებას „ვესტ ბრომვიჩთან“. დასაწყისში სტუმართა დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით „გამოირჩა“ სახელიანი დებიუტანტი ტიაგუ სილვა. მეორე გოლისას მას ფეხი აუსრიალდა, ბურთი რობინსონს მიუგორდა და გატანა არ გასჭირვებია. შედეგად, 27-ე წუთისთვის მოახერხეს და სამი გოლი გაუშვეს. ეს უკვე კატასტროფას გავდა. „არისტოკრატებმა“ ხომ დაახლოებით 250 მილიონი გირვანქა დახარჯეს ზაფხულის ტრანსფერებზე.

ექვსგოლიანი თრილერი მესამე დამატებულ წუთზე დასრულდა, როცა ტემი აბრაჰამმა გაათანაბრა.

„ჩემმა მოთამაშეებმა ხასიათი გამოავლინეს, თუმცა ასეთ სიტუაციებში საერთოდ არ უნდა ვვარდებოდეთ. ტიაგუ სილვა? ის ჯერ კიდევ გვაჩვენებს რა შეუძლია. ცხადია, აღიარებს შეცდომას. სხვა მხრივ კი ცუდად არ უთამაშია. გავაგრძელებთ მონდომებით მუშაობას, რათა დადებით შედეგებს მივაღწიოთ.“- ციტირებს „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

ინგლისი

პრემიერლიგა. 3 ტური. 26 სექტემბერი

ბრაიტონი - მანჩესტერი 2:3

ბრაიტონი. „ამექსი.“

1:0 მოპე (40 პენ), 1:1 დანქი (43 საკ. კარში), 1:2 რაშფორდი (55), 2:2 მარჩი (90+5), 2:3 ფერნანდეში (90+10)

ბრაიტონი: რაიანი, უაითი, უებსტერი, დანქი, ლემპტი, ლალანა (გროსი 75), ალსატე, მარჩი, კონოლი (ჯაჰანბახში 75), მოპე, ტროსარი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ვან-ბისაკა, პოგბა (ფრედი 65), გრინვუდი (ბეიი 83), ფერნანდეში, მატიჩი, რაშფორდი, მარსიალი (ვან დე ბეეკი 90)

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ტროსარი (42) უაითი (74), დანქი (83), ჯაჰანბახში (90+8); ფერნანდეში (22), მატიჩი (41)

კრისტალ პალასი - ევერტონი 1:2

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“

0:1 კალვერტ-ლიუინი (10), 1:1 კუიატე (26), 1:2 რიშარლისონი (40 პენ)

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, სახო, კუიატე, მიტჩელი, ანდროს თაუნსენდი, მაკარტური (რიდვალდი 88), მაკარტი, ეზე (ბატშუაი 75), აიუ (ბენტეკე 82), ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

ევერტონი: პიკფორდი, კინი, მინა, კოულმენი, ალანი, დუკურე, გომეში (სიგურდსონი 76), რიშარლისონი (დევისი 90), კალვერტ-ლიუინი, ხამეს როდრიგესი (აივობი 86)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ზაჰა (23), მაკარტური (45+3), უორდი (59); რიშარლისონი (60)

ვესტ ბრომვიჩი - ჩელსი 3:3

ვესტ ბრომვიჩი. „ჰოუთორნსი.“

1:0, 2:0 რობინსონი (4, 25), 3:0 ბარტლი (27), 3:1 მაუნტი (54), 3:2 ჰადსონ-ოდოი (70), 3:3 აბრაჰამი (90+3)

ვესტ ბრომვიჩი: ჯონსტოუნი, ფერლონგი, აჯაი, ბარტლი, ო’ში, ლივერმური, სოუერსი, კონორ თაუნსენდი, პერეირა (ფილდი 90+1), დიანგანა (ფილიპსი 75), რობინსონი (რობსონ-კანუ 66)

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჩელსი: კაბალიერო, ალონსო (ასპილიკუეტა 46), სილვა (ჟირუ 73), კრისტენსენი, ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი (ჰადსონ-ოდოი 46), მაუნტი, ჰავერცი, ვერნერი, აბრაჰამი

მწვრთელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ფერლონგი (82); ალონსო (8), ჯეიმსი (27), კრისტენსენი (86)

ბარნლი - საუთჰემპტონი 0:1

0:1 ინგზი (5)

0.155761