გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტური წარუმატებელი გამოდგა დორტმუნდის „ბორუსიასთვის“, რომელმაც სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
ლუსიენ ფავრის გუნდი სტუმრად „აუგსბურგს“ გაეჯიბრა და თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუშვა. შედეგად, „დორტმუნდი“ სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული, ხოლო „აუგსბურგს“ 2 ტურის თავზე 6 ქულა აქვს და ყველას ზემოდან დჰყურებს.
ბუნდესლიგგაში დაბრუნებულმა ბილეფელდის „არმინიამ“ და „შტუტგარტმა“ სადებიუტო გამარჯვებები მოიპოვეს. „შვაბებმა“ გასვლაზე „მაინცი“ 4:1 გაანადგურეს, ხოლო „არმინიამ“ შინ „კიოლნის“ დამარცხება (1:0) შეძლო.
დღის გამორჩეული დაპირისპირება „ბაი არენაზე“ გაიმართა, სადაც „ლევერკუზენმა“ „ლაიფციგი“ მიიღო და გუნდებმ ქულები გაინაწილეს. ემილ ფორსბერგის მატჩის დასაწყისში გატანილი გოლი დემირბაიმ სწრაფადვე გქვითა და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საშინლად დაიწყო სეზონი გელზენკირხენის „შალკემ“, რომელიც პირველ ტურში „ბაიერთან“ 0:8 გაცამტვერების შემდეგ სახლში ბრემენის „ვერდერს“ დაუხვდა დაიმის მაგივრად, რომ რეაბილიტირება როგორმე მოეხერხებინა, უშანდო 1:3 წააგო.
ბუნდესლიგის მეორე ტური კვირას „ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნისა“ და „ფრაიბურგი“ – „ვოლფსბურგის“ მატჩით დასრულდება.
„არმინია“ – „კიოლნი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ედმუნდსონი (78)
„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 უდოხაი (40), 2:0 კალიჯური (54)
„ლევერკუზენი“ – „ლაიფციგი“ 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 ფორსბერგი (14), 1:1 დემირბაი (20)
„გლადბახი“ – „უნიონი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ტურამი (56), 1:1 შლოტერბეკი (80)
„მაინცი“ – „შტუტგარი“ 1:4 (1:1)
გოლები: 1:0 ქუაისონი (13), 1:1 ფუნდუ (45), 1:2 დიდავი (61), 1:3 კლიმოვიჩი (80), 1:4 კალაიჯიჩი (86)
„შალკე“ – „ვერდერი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ფოლკრუგი (22), 0:2 ფოლკრუგი (37), 0:3 ფოლკრუგი (59, პენ), 1:3 უტი (90)