„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს მეორე ტურში „რომასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი გუნდი ძველებურად მოტივირებული და მშიერია.
„ყველა გუნდი გაძლიერდა და ამიტომ, სეზონის ბოლო ტურამდე ბრძოლა მოგვიწევს. თუმცა ყველა გუნდი ნულიდან იწყებს და საინტერესო ჩემპიონატი იქნება. მიუხედავად ზედიზედ 9 ტიტულისა, ჩემი გუნდი მშიერიადა სანამ ეს არსებობს, თამაშებისადმი დამოკიდებულება ყოველთვის სწორი იქნება. იტალიაში ყველა თამაში რთულია.
ამ კვირაში უკეთ ვიმუშავეთ, ვიდრე წინა კვირაში. დატვირთვები იზრდება და ბიჭებიც კარგად მუშაობენ. მწვრთნელობა სხვა ემოციაა, მოედანზე თამაშის ბედს მე არ ვწყვეტ და ამდენად, იმ ფეხბურთელებზე ვარ დამოკიდებული, რომლებიც მოედანზე გამყავს“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სეზონის სტარტზე „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა, ხოლო „რომას“27 სექტემბერს, „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაუპირისპირდება.