კალათბურთი

15:23 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონმა" ფინალის შანსი შეინარჩუნა

ეროვნული საკალათბურო ასოციაციის ნახევარფინალში, „ბოსტონისა“ და „მაიამის“ წყვილში სიტუაცია დაიძაბა. „სელტიქსმა“ მეტოქეს სერიის მეხუთე მატჩი მოუგო და შანსი შეინარჩუნა.

„მაიამიმ“ პირველ პერიოდში მეტოქეს 8 ქულით აჯობა, თუმცა შემდეგ უპირატესობა ბოსტონელთა ხელში გადავიდა, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 121:108 იმარჯვეს.

„ბოსტონის“ რიგებში ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, რომელამც 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო „მაიამიში“ საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო - 23 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

სერიაში „მაიამი ჰიტი“ 3:2-ს იგებს და ფინალთან ისევ ერთ ნაბიჯშია, მეექვსე მატჩი კი 28 სექტემბერს გაიმართება.

0.116302