ფეხბურთი

21:24 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა და კარიერას „ტენერიფეში“ გააგრძელებს. კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და 25 წლის ქართველი ახალ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

„ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, „ლუცერნში“ მთელი სეზონი ჩავატარე და ახლახან ეროვნულ გუნდშიც ვითამაშე. „ტენერიფეს“ 100%-ით შემიძლია დავეხმარო. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ესპანურ ფეხბურთში ვბრუნდები და „ტენერიფეში“ ვითამაშეთ, რომელიც შესანიშნავი კლუბია.

„ტენერიფეს“ კარგად ვიცნობ, რადგან ლა ლიგა 2-ში ვთამაშობდი, მითამაშია საქართველოში, დანიაში, შვეიცარიაში და ახლა ისევ ესპანეთში, მინდა რაც შეიძლება მალე დავიწყო თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში. ყველამ იცის, რომ „ტენერიფე“ შესანიშნავი გუნდია განსაკუთრებული გულშემატკივრებით“, - თქვა ქართველმა მცველმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში.

ოთარს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც ტარაგონას „ხიმნასტიკის“ ღირსებას იცავდა და ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა. კაკაბაძე ბოლოს შვეიცარიაში „ლუცერნის“ რიგებში ირჯებოდა და 42 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში კი „დინამო თბილისსა“ და დანიურ „ესბიერგში“ უთამაშია. „ტენერიფე“ სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და ორი ტურის შემდეგ 3 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.117832