საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდება. აქამდე ქართველი და სამხრეთამერიკელი ერთმანეთს არ შეხვედრიან.
ბრაზილიელი მსოფლიოს რეიტინგში 89-ე ადგილზეა, ხოლო ქართველი - 33-ზე. მონტეირო ამჟამად იტალიაშია და ფორლის ჩელენჯერზე ასპარეზობს, სადაც ფინალში გავიდა. ბასილაშვილმა კი გრუნტის საფარზე ასპარეზობა კიცბიუელის ტურნირიდან დაიწყო და შემდეგ რომის მასტერსსა და ჰამბურგის ტურნიზე იასპარეზა, საიდანაც პირველივე წრიდან ვარდებოდა.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი მონტეიროს ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე კოტინ ალისსა და მარკოს ხირონს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ჯერჯერბით მატჩის დაწყების ზუსტი დრო უცნობია.