კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა, რომელმაც კლუბი დატოვა და მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. არგენტინელის განცხადებით, ლუისი ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა, მაგრამ უკვე არაფერი უკვირს.
„ამის წარმოდგენა დაწყებული მქონდა, მაგრამ დღეს გასახდელში შევედი და მივხვდი, რომ ეს მართლა მოხდა. ძალიან რთული იქნება ყოველი დღე ერთად არ გავიზიაროთ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ძალიან მომენატრები. ჩვენ მრავალი წელი ერთად გავატარეთ, ბევრი მეგობარი, ბევრი სადილი, ბევრი ვახშამი. იმდენი რამ, რაც არასდროს დაგვავიწყდება. უცნაური იქნება შენი სხვა მაისურით ნახვა და უფრო მეტად შენთან შეხვედრა მოედანზე. იმსახურებდი მაღალი დონის დამშვიდობებას, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია გუნდისთვის და ასევე ინდივიდუალურ დონეზე. არ უნდა გაეგდეთ ისე, როგორც გააკეთეს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ აღარაფერი მიკვირს“, - დაწერა მესიმ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014-2020 წლებში თამაშობდა და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.