თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას დაემშვიდობა. დაემშვიდობა თავაწეული და ღირსეულად. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ესპანურ „გრანადასთან“ 0:2 წააგო და მეტოქის კართან არათუ რეალური საგოლე მომენტი არამედ კარისკენაც კი არ დაურტყამს, მაგრამ თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა.
ესპანელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს ანგარიში - დარვინ მაჩისმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს მოლინამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
უნდა გამოვყოთ 19 წლის გიორგი მამარდაშვილის თამაში, რომელმაც რამდენიმე შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა და დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი მეკარეა.
რუმინული „კრაიოვასა“ და მოსკოვის „დინამოს“ ძლევის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა „გრანადასთან“ ვერაფერი გააწყო, თუმცა ამის მიუხედავად, ერთი ფაქტია - „ლოკომოტივის“ ისტორიაში ეს სეზონი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
„გრანადა“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (0:0)
გრანადა, „ლოს კარმენესი“
„გრანადა“ (4-2-3-1): რუი სილვა; ვიქტორ დიასი, სანჩესი, ვალიეხო, ნევა; მილა, გონალონსი; კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79); სოლდადო (მოლინა 67)
მწვრთნელი: დიეგო მარტინესი
„ლოკომოტივი“ (4-3-3): მამარდაშვილი; გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა; სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), შონია, დარცმელია; კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე, იმრანი (კობახიძე 70)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90)
გაფრთხილება: სოლდადო (56) - დარცმელია (9), იმრანი (22), გაბაძე (54), გაბაძე (59)
გაძევება: გაბაძე (59)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (11) – 0 (0) კუთხურები: 15:0 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: სერდარ გიოზიუბიუიკი (ნიდერლანდები)