ფეხბურთი

18:34 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი სერია B-ს გუნდში ითამაშებს, რომლის პრეზიდენტი ბერლუსკონია

სილვიო ბერლუსკონის მფლობელობაში მყოფ „მონცას“, რომელსაც ადრიანო გალიანიც ხელმძღვანელობს დიდი მიზნები აქვს. პატარა ლომბარდიული გუნდი ახალ სეზონს სერია B-ში გაატარებს და სერია A-ში აღზევება მთავარი მიზანი იქნება.

Sky Sport-ის ცნობით, გამოცდილი განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შეთანხმება მიღწეულია და აფრიკელი ფეხბურთელი სერია B-ში ითამაშებს.

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანის ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2010-2013 წლებში „მილანში“ თამაშობდა და „როსონერისთან“ ერთად სკუდეტოც მოიგო.

ბოლო პერიოდში კევინ-პრის ბოატენგმა „ბეშითქაშში“, „ბარსელონასა“ და „სასუოლოში“ ითამაშა.

0.119295