ფეხბურთი

17:26 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" ფეხბურთელი: "ლოკომოტივი" ძალიან საშიში გუნდია"

„გრანადას“ მთავარ მწვრთნელ დიეგო მარტინესთან ერთად პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი ანხელ მონტორო იყო. ესპანელმა ნახევარმცველმა თქვა, რომ „ლოკომოტივი“ საშიში და ხარისხიანი მეტოქეა.

„აქ ყოფნა ოცნებაზე მეტია. როდესაც აქ მოვედი, სეგუნდა დივიზიონში ვიყავით და ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი. განსაკუთრებული თამაში იქნება და „ლოს კარმენესზე“ ისტორიული თამაში გველოდება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი მხოლოდ სახლიდან შეძლებს ჩვენს გამხნევებას, მაგრამ თავიანთ მხარდაჭერას და ენერგიას სახლიდანაც გამოგვიგზავნიან.

პირადად მე თავს ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ და იმედი მაქვს, ასე დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია გუნდში კონკურენცია, ყველასთვის მით უფრო უკეთესია. „ლოკომოტივი“ სახიფათო გუნდია, ისინი კარგად კომბინირებენ, ფლანგებზე კი სწრაფი და ხარიხიანი ფეხბურთელები ჰყავს“, - აღნიშნა ანხელ მონტორომ.

შეგახსენებთ, რომ „გრანადასა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს.

0.123866