ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულს ფაქტს ქართველი სპეციალისტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ იზოლაციაში იმყოფება.
არველაძემ უზბეკურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ასთმა აქვს, უარყო და დაწერა, რომ ეს დაავადება არასდროს ჰქონია.
"სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის", - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
აქვე გეტყვით, რომ დღეს "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ირანულ „შაჰრი ხუდრუსთან“ გამართავს, გუნდს კი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ვერ უხელმძღვანელებს.