„სან პაულუს“ 37 წლის მცველმა, დანი ალვეშმა, შესაძლოა, კარიერა ისევ ევროპაში გააგრძელოს - გვამცნობს Goal.
„ბარსელონას“ ყოფილი უკანახაზელი სულ რაღაც 13 თვის წინათ გადავიდა ბრაზილიურ კლუბში დიდი ზარ-ზეიმით. თუმცა ფეხბურთელი იმედგაცრუებული ყოფილა იქაური, ძირითადად, არასადეხბურთო ვითარებით. არადა, „სან პაულუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ალვეშს თავის დროზე „ბარსელონას“ გარდა, „ბაიაში,“ „სევილიაში,“ „იუვენტუსსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ უთამაშია.