მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრები თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგებას თავისი ფეხბურთელებისადმი დამცინავი პერფორმანსით გამოეხმაურნენ.
„დინამომ“ „ვი თი ბი არენაზე“ „ახმატს“ უმასპინძლა და 1:0 სძლია, ფანებმა კი ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს: „მადლობა ევროსეზონისთვის“.
იქვე ორი შედარებით პატარა ბანერი იყო, ერთზე ეწერა: „მოლოდონი“ და ეხატა საერთაშორისო პასპორტი, ხოლო მეორე ბანერზე ვკითხულობთ: „რეალობა“, რომელსაც სამგზავრო ბარათი და მატარებლის ბილეთი ამშვენებს...
შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ 2:1 აჯობა და თავის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.