ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 სექტემბერს ჰამბურგის ტურნირში ჩაერთვება. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მეოთხე ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველმა პირველი თამაში მოიგო, მას მერვედფინალში ბევრად იოლ მეტოქესთან შეხვედრა ელის, რადგან მას იოშიტო ნიშიოკასა და დომინიკ კოეპფერს შორის გამარჯვებულთან მოუწევს ასპარეზობა.
ბასილაშვილისთვის ჰამბუურგის პირველობა იღბლიანი ტურნირია, რადგან ნიკას აღნიშნული გათამაშება 2-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს ქართველმა ფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 აჯობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ ბასილაშვილმა 6 შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში ისე დამარცხდა, რომ სეტიც არ მოუგია, სწორედ ამიტომ რეიტინგშიც რეგრესი განიცადა და ამ ეტაპზე 32-ე ადგილზე იმყოფება.