ინგლისურმა „ლესტერ სიტიმ“ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ჯენგიზ იუნდერი დაიმატა. თურქი ინგლისში 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით გადავიდა.
ინფორმაცია დაადასტურა როგორც „ლესტერმა“, ისე იტალიურმა „რომამ“, რომლის ღირსებას იუნდერი 2017 წლიდან იცავდა.
ჯენგიზმა „რომაში“ 88 თამაში ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.