ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობისთვის, დღემდე უცნობი იყო, რომ აწ უკვე კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი 2006 წელს მადრიდის “რეალში”, სინჯებზე იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას ესპანური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
იმ დროს, ნეიმარი 14 წლის იყო და მადრიდელთა მაისურით ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელმა მწვრთნელთა მოწონება დაიმსახურა, მაგრამ “რეალის” იმდროინდელმა სპორტულმა დირექტორმა კარლოს მარტინეს დე ალბორნოსმა ნეიმარში 60 ათასი ევროს გადახდა იუარა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსამ” ნეიმარი “სანტოსისგან”, 57 მილიონ ევროდ შეიძინა.