ჭიდაობა

22:26 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გააუქმა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით შემოღებული სამოგზაურო შეზღუდვები.

პირვანდელი ვადებით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფინეთის ტამპერეს 23-29 ნოემბერს უნდა ემასპინძლა. უფრო ადრე ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ სექტემბერსა და ოქტომბერში ჩანიშნული ყველა ასპარეზობა გააუქმა, მაგრამ შეინარჩუნა ნოემბერსა და დეკემბერში ჩასატარებელი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ვადები.

ასევე ცნობილია, რომ წლის ბოლომდე და მომავალ წელს ჩასატარებელ შეჯიბრებებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდული იქნება მაყურებელთა დასწრება.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ბედი ეწევა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატს (12-20 დეკემბერი), როგორც დიდებში ისე იუნიორებში (4-10 დეკემბერი).

geonoc.org.ge

0.137132