ფეხბურთი

20:21 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლიდსის“ მორიგი 7-გოლიანი თრილერი

პრემიერლიგის დებიუტანტი „ლიდსი“ ისევ აგრძელებს ქომაგების გაკვირვებას. პირველ ტურში „ლივერპულს“ „ენფილდზე“ დიდი ომი გაუმართა და 3:4 დამარცხდა. ამჯერად კი იმავე ანგარიშით „ფულემი“ დაამარცხა - 4:3. არადა, 62-ე წუთამდე 4:1 უგებდა.

ლიდსელთა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, პირველ შეხვედრასთან შედარებით დაცვაში ერთი ცვლილება განახორციელა, კაპიტანმა ლიამ კუპერმა პასკალ სტრუიკის ადგილი დაიკავა. თუმცა, მასპინძელთა უკანა ხაზმა ისევ დაუშვა უზუსტობები და ალბათ არგენტინელი დამრიგებლისგან „ტკბილ“ სიტყვებსაც ბევრს მოისმენენ.

სტუმართაგან დუბლით გამოირჩა სერბი ალეკსანდრ მიტროვიჩი.

0.144427