ფეხბურთი

19:33 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ჩვენ და "გრანადა" სხვადასხვა წონაში გამოვდივართ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია"

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა.

ქართველი მწვრთნელის განცხადებით, ევროტურნირების დაწყების წინ არავის ეგონა, რომ ასეთ ძლიერ გუნდებს დაამარცხებდნენ, მაგრამ გამოჩნდა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა. გიორგიმ კომენტარი მომავალ მეტოქეზე, ესპანურ "გრანადაზეც" გააკეთა.

„მოსკოვის „დინამო“ ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, ვფიქრობ, გუნდურობის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვება და ბევრ კომპონენტში ვაჯობეთ. ევროტურნირების დაწყებამდე აუტსაიდერებად ვითვლებოდით და არავინ ფიქრობდა, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ფეხბურთი იმით არის საინტერესო და კარგი, რომ ყოველთვის ხდება ასეთი არაპროგნოზირებადი შედეგები. არ ვფიქრობდი, რომ ასეთი დონის გუნდებს გამოგდება შეგვეძლო, მაგრამ თურმე შეგვძლებია.

„გრანადაზე“ დეტალურად ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ლა ლიგის გუნდია და მე პირადად ლა ლიგის ყველა თამაშს ვუყურებ, „გრანადას“ თამაშიც ნანახი მაქვს, ვიცი რა გუნდიცაა, პირველ ტურშიც ვუყურე და ძალიან ძლიერია, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვდივართ. შევხედოთ, ერთი თამაშის ჯამში ყველაფერია შესაძლებელია“, - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის პირველ და მეორე საკვალიფიკაცი ეტაპებზე რუმინული „კრაიოვა“ და მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა დამესამე ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდა. თბილისური კლუბი ესპანურ „გრანადას“ სტუმრად 24 სექტემბერს შეხვდება.

0.14781