თბილისის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. თბილისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
კორღალიძემ თემურ შალამბერიძე შეცვალა, რომელიც გუნდს სეზონის სტარტიდან მოყოლებული ხელმძღვნაელობდა.
რაც შეეხება კორღალიძეს, „ლოკომოტივში“ მუშაობდა, რომელიც ევროპა ლიგაზე გაიყვანა, მაგრამ გუნდი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო დატოვა.