სალონიკის პაოკ-ში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა. საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ტურში აბელ ფერეირას გუნდმა „ატრომიტოსი“ მიიღო და ორი ქულა დაკარგა (1:1).
ნინუა მოედანზე 81-ე წუთზე ანდერსონ ესიტის ნაცვლად გამოჩნდა და ეს მისი პირველი ოფიციალური თამაში იყო ბერძნულ კლუბში. მანამდე, არაოფიციალური დებიუტი ათენის „პანათინაიკოსთან“ ჰქონდა.
პაოკ-ი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 22 სექტემბერს, სტუმრად „კრასნოდართან“ ჩაატარებს.