ფეხბურთი

22:45 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა

ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის საყდენი ნახევარმცველი ეიმს გარნერი 2020/21 წლების სეზონს იჯარის წესით "უოტფორდში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "უოტფორდის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გარნერი "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და ჯერჯერობით პირველ გუნდში ოფიციალურად დაწინაურებული არაა, თუმცა რამდენიმე მატჩი ჩატარებული აქვს. გასულ სეზონში ჯეიმსმა პირველი გუნდის რიგებში რვა მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.122395