ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ამერიკის MLS-ის ბინადარ „ინტერ მაიმიში“ გადავიდა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო.
„ინტერ მაიამის“ მფლობელი დევიდ ბექჰემია და ამერიკულმა გუნდმა ცოტა ხნის წინ „იუვენტუსიდან“ ბლეზ მატუიდიც დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ იგუაინმა „იუვენტუსში“ 149 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.