სხვა

12:54 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი შოდაისთან დამარცხდა და საქმე გაირთულა

აკი ბაშოზე მორიგი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი სეკივაკე შოდაის შეხვდა და მასთან ვერაფერს გახდა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩი მეტოქის მავასში ხელის ჩავლებას ცდილობდა, თუმცა, წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და ექს ოძეკების დაპირისპირება იაპონელმა იორიკირის ილეთით მოიგო.

ეს წყვილის მე-17 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა მხოლოდ 7-ის მოგება მოახერხა. უშუალოდ შოდაიმ კი შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ლევანს 2 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლლად კი დარჩენილი 9 შეხვედრიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს, რაც საკმაოდ რთული იქნება. მომდევნო მეტოქე კი ასევე სეკივაკე დაიეიშო იქნება. ჩვენებურს მასთან ურთიერთშეხვედრებში 10 ბრძოლიდან 6 მოგება და 4 მარცხი აქვს.

0.118405