ფეხბურთი

10:11 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ომარ თეთრაძე: "მონდომების გარეშე ვითამაშეთ და სამწუხაროა, რომ წავაგეთ"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩის შესახებ რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თეთრაძემ განაცხადა, რომ „დინამომ“ მონდომების გარეშე ითამაშა და წაგების გამო სინანული გამოხატა.

„ამ დონის ფეხბურთელებისთვის ასეთი სუსტი ჟინით მოედანზე გასვლა და თამაში დაუშვებელია. მხოლოდ ბოლო 10 წუთში დაიწყო გუნდმა მოძრაობა და რატომ არ ითამაშა პირველივე წუთებიდან ასე? ამიტომაც, საფასური მივიღეთ. არ იყო სიჩქარე, შემოქმედება, ყველაფერი ნელი იყო, მეტოქეს დრო ჰქონდა გადაადგილებისთვსა და აღსადგენად. ცუდად ვითამაშეთ, ჟინის გარეშე და წავაგეთ, სამწუხაროა“, - თქვა თეთრაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივი“ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ „გრანადას“ შეხვდება და ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

0.11806