თბილისის „ლოკომოტივთან“ მარცხი შესაძლოა მოსკოვის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. Championat-ის ცნობით, კლუბმა უკვე დაიწყო ახალი მწვრთნელის ძებნა.
თუმცა, ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ნოვიკოვი „დინამოს“ 21 აგვისტოს, გროზნოს „ახმატთან“ შეხვედრაში გაწვრთნის და პოსტს შემდეგ დატოვებს.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად გავიდა.